ბერი გაბრიელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ხანძარი ძველ საბურავებს გაუჩნდა, რის შედეგადაც წარმოქმნილი დაკვამლიანების გამო, პრევენციის მიზნით, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.