უკრაინამ წუხელ მოსკოვის ოლქის ქალაქ ვოსკრესენსკში “ურალხიმის” საწარმო, როსტოვის ოლქში კი მილეროვოს სამხედრო აეროდრომიც დაბომბა – ამის შესახებ ინფორმაცია და კადრები ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ კრასნოდარის მხარეში დარტყმა განხორციელდა კომპანია „ცმმ-კ“-ის ობიექტზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 9 000 მ²-ია. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას Ozon-ის საწყობს უწოდებენ
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს და დღეს დილით უკრაინელებმა კრასნოდარის მხარეში, ადიღეის რესპუბლიკასთან და დაღესტანში რუსული ონლაინ-ვაჭრობის გიგანტ Ozon-ის კიდევ ორი ლოგისტიკური კომპლექსი დაბომბეს | ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი უკრაინამ რუსეთში გასულ დღეებშიც დაბომბა. მათ შორის, განადგურდა ლოგისტიკური ცენტრები ორენბურგსა და ჩაპაევსკში

