ინგლისის ქალაქ მიდლზბროსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიღუპა.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელები საეჭვოდ და არასწორი მიმართულებით მოძრავ Volkswagen-ის მარკის ავტომობილს დაედევნენ.
მედიის ცნობით, დევნისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ყველა პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა ოფიციალური უწყება ხუთი მათგანის ვინაობას არ ასაჯაროებს.
ჯერჯერობით გასაჯაროებულია მხოლოდ დაღუპული პოლიციელების ვინაობა – ისინი 37 წლის მეთიუ ბლეიდსი და 38 წლის ტომ კლაფი არიან.
შემთხვევა ტესაიდში, მიდლზბროს მახლობლად, A66 გზატკეცილზე 23 აგვისტოს, ღამით მოხდა.

