გელენჯიკში ბენზინი სრულად ამოიწურა – ინფორმაციას “Meduza“ ავრცელებს.
21 აგვისტოს დილის მდგომარეობით, გელენჯიკში ბენზინს მხოლოდ ერთი სოფელ არხიპოვო-ოსიპოვკაში მდებარე „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგური ყიდდა. რუსული გამოცემა „Важные истории“-ის ინფორმაციით, 21 აგვისტოს საღამოსთვის ბენზინი არხიპოვო-ოსიპოვკაშიც ამოიწურა.
„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურთან მდებარე მინი-სასტუმროს ადმინისტრატორმა გამოცემას განუცხადა, რომ სადგურზე ბენზინი აღარ არის. იმავეს იტყობინებოდნენ ადგილობრივ ჩატშიც, სადაც მძღოლები საწვავის არსებობის შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს უზიარებენ.
დანარჩენ სადგურებზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დიზელის საწვავი – განაცხადა ქალაქის ადმინისტრაციამ.
ბენზინთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ტუაფსეშიც. იქ 21 აგვისტოს დილის მონაცემებით, 14 მომუშავე ავტოგასამართი სადგურიდან АИ-95 ტიპის ბენზინი მხოლოდ ერთგან იყიდებოდა, ხოლო АИ-92 – ორზე.

