აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

სამარას ოლქში „ოზონის“ საწყობში დრონით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, ევაკუირებულია 500-ზე მეტი თანამშრომელი

რუსეთში, სამარას ოლქში „ოზონის“ ცენტრზე დრონით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მან მძიმე დაზიანებები მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოხტომისას მიიღო. ექიმები აღნიშნულ პირს ოპერაციას უტარებენ.

გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, სამარას ოლქში მდებარე „ოზონის“ საწყობში დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც 500-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

იტვირთბა....