აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაბომბა

რუსეთმა ოდესის რეგიონში მოლდოვასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაბომბა, რის გამოც მოძრაობა გადაკეტილია.

უკრაინული მედიის თანახმად, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით „ტაბაკის“ საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა.

დაბომბვის შედეგად საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან არსებული შენობები და ნაგებობები დაზიანდა. ობიექტებზე გაჩენილი ხანძრები უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ჩააქრო.

ამჟამად, ამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე არც მანქანები და არც ადამიანები არ მოძრაობენ.

მოლდოვა ინფორმირებულია სიტუაციის შესახებ. მოქალაქეებს მოეთხოვებათ, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის დაგეგმვისას. მანქანები სხვა საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადამისამართდებიან.

იტვირთბა....