აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის დაზვერვის დაკვეთით უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლის მკვლელობას გეგმავდა

პოლონეთში მამაკაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის დაზვერვის დაკვეთით უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლის მკვლელობას გეგმავდა , – ინფორმაციას Reuters-ი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილი სერგი პ. უკრაინის მოქალაქეა.

ეჭვმიტანილი მკვლელობას უკრაინის ქალაქ ირპინში გეგმავდა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგი პ.-მ პოტენციური მსხვერპლის ავტომობილის ქვეშ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. მოწყობილობა დისტანციურად მობილური ტელეფონის საშუალებით უნდა აფეთქებულიყო. მექანიზმი გაუმართაობის გამო არ აფეთქდა“, – აცხადებს პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური.

მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეჭვმიტანილი უკრაინიდან პოლონეთში გაიქცა. იგი ვარშავაში დააკავეს. მას მინიმუმ 15 წლით პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....