აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსებმა კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში საკვების საწყობები და წითელი ჯვრის ობიექტები დაბომბეს

რუსებმა კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში საკვების საწყობები და წითელი ჯვრის ობიექტები დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ Telegram-არხებზე ვრცელდება. ცნობილია, რომ ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია ავიაციაც.

რუსეთმა 19-20 აგვისტოს ღამეს კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში, დაბომბილია სამოქალაქო ობიექტები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და საბავშვო საავადმყოფო. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 8, დაშავებულია 33 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 21 აგვისტო კიევში რუსეთის მასშტაბური იერიშის მსხვერპლთა გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....