აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღები საკონსულო მოსაკრებელი 600-დან 65 აშშ დოლარამდე მცირდება

ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღები საკონსულო მოსაკრებელი 600-დან 65 აშშ დოლარამდე მცირდება – დადგენილების პროექტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა

2026 წლის 1 აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საკონსულო მოსაკრებელი რუსეთმა ყველა ქვეყნისთვის 65 დოლარიდან 600 დოლარამდე გაზარდა, თუმცა კრემლმა ახლა გადაწყვიტა, ეს სამი სეპარატისტული რეგიონი სიიდან ამოიღოს.

მანამდე პუტინმა გაამარტივა რუსული პასპორტის გაცემის წესი არაღიარებული დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის. 2025 წლის მაისის განკარგულებით, მათ არ მოეთხოვებათ რუსეთში მუდმივი ცხოვრების, რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა, განსხვავებით თითქმის ყველა სხვა მიგრანტისგან.

იტვირთბა....