აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მეთაურს, რომელიც დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად ფრონტზე ყოველგვარი დაცვისა და ჯავშანჟილეტის გარეშე შევიდა ზელენსკიმ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 475-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის ასეულის მეთაურს, უმცროს ლეიტენანტ ვლადისლავ პოლსკის საძახისი სახელით „ტიჩერი“, უმაღლესი ჯილდო – „უკრაინის გმირის“ წოდება და „ოქროს ვარსკვლავის“ ორდენი მიანიჭა. ოფიცერმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი დაჭრილი თანამებრძოლი გადაარჩინა.

დასახლებულ პუნქტში მტრის პოზიციების გაწმენდის ოპერაციის დროს, პოლსკის ორი მებრძოლი მძიმედ დაიჭრა. სარდლობამ მათი უსაფრთხო გამოყვანა სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსის მეშვეობით სცადა, თუმცა, ევაკუაციის პროცესში, რუსულმა დრონმა რობოტიზებულ პლატფორმას ზუსტი დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც დაჭრილი ჯარისკაცები ღია, დაუცველ სივრცეში აღმოჩნდნენ. ალტერნატიული რობოტის მოლოდინში დრო რომ

არ დაკარგულიყო, „ტიჩერი“ თავად გაემართა ცხელ წერტილში ჯავშანჟილეტისა და მძიმე ეკიპირების გარეშე, რომ დროში მაქსიმალურად მოეგო. „ჩემთვის უფრო მარტივი იყო მსუბუქად გავვარდნილიყავი და ბიჭები ამეყვანა, ვიდრე დამატებითი წონით, რომელიც ხელს შემიშლიდა“ – იხსენებს პოლსკი. რობოტზე თავდასხმის მომენტიდან დაჭრილების სტაბილიზაციის პუნქტში გადაყვანამდე მეთაურს სულ რაღაც 30-40 წუთი დასჭირდა. ამჟამად ორივე მებრძოლი რეანიმაციაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....