ახალი ამბები მთავარი

“ნატოს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია”

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში NATO-სა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ წერს:

“ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე.

ერთი მხრივ “ჩხავანა კატების” პოზიცია – გვინდა ნატო და არიქა შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო!;
მეორე მხრივ “ვითომ გულწრფელების” დაჩემება – არ გვიღებენ და აღარც რო ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით – ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც!;
მესამე მხრივ “პრაგმატები” და მათთან ერთად თავად ნატო – ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშველებელია, ნატოს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაცი-ფუცის გარეშე!
ყველაზე რთული მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ უკიდურესად დამაზიანებელიც!” – წერს გია ვოლსკი.

იტვირთბა....