აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ნაკლებად საინტერესოა, რატომ შედგა ან დაიშალა „ალიანსი“, საინტერესოა, რატომ იყო შერჩეული „ახალი“ ამხელა ფინანსური ბენეფიტის მისაღებად, მოქალაქეებს ეს აინტერესებთ” – ქეთევან ბაკარაძე 

ნაკლებად საინტერესოა, რატომ შედგა ან რატომ დაიშალა „ალიანსი“, რაც პროგნოზირებადი იყო. ეს არის ერთი მატრიციდან წარმოშობილი რამდენიმე განშტოება. უფრო საინტერესოა, „ალიანსის“ ცალკეული წევრების მიმართ რატომ იყო ასეთი ფინანსური მხარდაჭერა. საიდან მოხდა თუნდაც სამი თვის შექმნილი პარტიის დაფინანსება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ქეთევან ბაკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კითხვები უნდა მიემართოს, პირველ რიგში, იმ პარტიას, ვინც მიიღო ძალიან დიდი ფინანსური დახმარება.

„ეს აისახა საარჩევნო პროცესშიც, კულუარებშიც მიმდინარეობდა საუბრები, არის მტკიცებულებებიც და ფაქტები. ეს არის ძალიან საინტერესო, საქართველოს მოქალაქეებს ეს აინტერესებთ. მეც მინდა, დავსვა ეს კითხვა, როგორ მოხდა და ვინ იყო ამ ფინანსური რესურსის წყარო, რატომ იყო შერჩეული ვთქავათ ახლად შექმნილი პარტია „ახალი“ ამხელა ფინანსური ბენეფიტის მისაღებად. რა მიზნისთვის. ბუნებრივია, ეს ჩემთვისაც საინტერესოა“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძე.

მისი თქმით, კონკრეტულად ვისგან იყო ეს ფინანსური სარგებელი მიღებული „გახარია საქართველოსთვის“ ვერ დაადასტურებს.

„ამის მოძიება სხვა წყაროებიდანაა შესაძლებელი, თუმცა მარტივია. დღეს არის ამის შესაძლებლობა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასაც უნდა აინტერესებდეს. მას შეუძლია, გამოძიება ჩააატაროს და გამოაქვეყნოს ვინ იყო წყარო, რა მოტივით იყო და რა მიზანს ემსახურებოდა“, – განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.

იტვირთბა....