აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული და ნავთობ ობიექტები დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ენერგეტიკული და ნავთობ ობიექტები დაბომბა: აფეთქებებია თათრეთში, კრასნოდარის მხარესა და ტამბოვში.

მედიასა და Telegram-არხებზე გავრცელებული ცნობებით, ნიჟნეკამსკში უკრაინამ იერიში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ტანეკოზე“ მიიტანა.

კრასნოდარის მხარეში, წინასწარი მონაცემებით, დაიბომბა ნავთობტერმინალი „ტამანნეფტეგაზი“ და 500 კვ-იანი ქვესადგური „ტამანი“ – ოკუპირებული ყირიმის ელექტროენერგიით მომმარაგებელი ენერგო ხიდის ერთ-ერთი საკვანძო კვანძი. ძლიერი აფეთქებები იყო ტამბოვში, ზუსტად რომელ ობიექტს დაარტყა უკრაინამ ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....