აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

„აგრესორი აშშ-ის არმიისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება ომში აშშ-თან მონაწილეობის ტოლფასია“ – ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი სპარსეთის ყურის ქვეყნებს აფრთხილებს

ირანი სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ აშშ-ის ძალებისთვის დახმარება ომში თეირანის მტერთან თანამონაწილეობას ნიშნავს.

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ალი აბდოლაჰიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ აძლევენ შეერთებულ შტატებს მათი ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი თვალებისთვის არაფერია დაფარული.

„სამხედრო თვითმფრინავების ასეთი რაოდენობის, განსაკუთრებით კი თვითმფრინავების საწვავის შევსების, რეგიონულ ბაზებზე განლაგება, სავარაუდოდ, მასპინძელი ქვეყნების ცოდნის გარეშე არ მოხდება. გაფრთხილებთ: აგრესორი აშშ-ის არმიისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება და ხელშეწყობა აშშ-ის სამხედრო ძალებთან მონაწილეობის ტოლფასია“, – აღნიშნა ალი აბდოლაჰიმ.

იტვირთბა....