“ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბორის ფირცხელიანი წარადგინა.
ავჭალაში მოსახლეობასთან შეხვედრას “ქართულო ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.
დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, თანადგომით, ერთსულოვნებით, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, 2016 წლის 8 ოქტომბერს გველოდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის წარმატება იქნება ავჭალაში დასახლებული თითოეული ადამიანის წარმატება. მათ ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანების ინტერესებს დაიცავს“.-განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს, რომ 22 მაისის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს:
„ჩვენ დღეს წარვადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის საკრებულოში, ავჭალის ოლქში, ბატონი ბორია ფირცხელიანი. ეს არის ღირსეული კანდიდატი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ გამარჯვებას მოვიპოვებთ, არამედ მოვიპოვებთ გამარჯვებას ძალიან დიდი უპირატესობით. ამის ყველა წინაპირობა არსებობს“-განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გლდანის ოლქს დედაქალაქის საკრებულოში კობა კობალაძე წარმოადგენდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსად დაინიშნა.