აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო ციტატა

ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება ვიდრე, შეერთებული შტატები ირანთან დროებითი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს – მოჰამად ბაღერ ღალიბაფი

ირანის პარლამენტის სპიკერი და მთავარი მომლაპარაკებელი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება ვიდრე, შეერთებული შტატები ირანთან დროებითი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს.

მისივე თქმით, თეირანი შემდეგი პირობების შესრულებას მოითხოვს: შეერთებული შტატები მოხსნის საზღვაო ბლოკადასა და ნავთობის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს; გაათავისუფლებს ირანის გაყინული აქტივების და დაასრულებს ყველა ფრონტზე სამხედრო საფრთხეებისა და ოპერაციებს.

ამასთან, სპიკერის განცხადებით, ირანის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, ქვეყანაში არეულობის გაღვივებას. ღალიბაფმა ირანელები გააფრთხილა, რომ მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგონ და აღნიშნა, რომ შიდა დავები ქვეყანას დაასუსტებს და უცხოელ მოწინააღმდეგეებს წაახალისებს.

იტვირთბა....