ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ნარმანია თბილისის საკრებულოში მივა

17 მაისს თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მივა და ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილიც ადასტურებს. როგორც ის აცხადებს, ნარმანია კი თანხმდება საკრებულოში მისვლას, თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

„თბილისის მერი დიდი ზეწოლის შემდეგ თანხმდება საკრებულოში მოსვლას, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებულია, ყველა ბრძანება გაცემულია, არსებობს სპეცნებართვა და მე ვადასტურებ, რომ ნებართვები მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთხვნის“- განაცხადა ცირა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საკრებულოში მისვლას დეკემბრამდე არ აპიებდა:

„მივალ აუცილებლად ოღონდ დეკემბერში, როგორც ეს ჩვენ პრაქტიკად ვაქციეთ. თბილისის მერი საკრებულოში წარდგება წელიწადში ერთხელ, კანონით დადგენილი წესით, დეკემბერში წარვადგენთ ბიუჯეტსაც და პასუხს გავცემთ ყველა იმ კითხვას, რაც დაისმება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....