უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო აპარატი მოსკოვის ოლქის ბოგოროდსკის საქალაქო ოლქში, Атлант-парк-ის რაიონში მდებარე Wildberries-ის საწყობს მოხვდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა. მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დრომდე ითვლებოდა, რომ უკრაინამ Wildberries-ის 10 უმთავრესი ლოგისტიკური ცენტრიდან 7 სრულად გაანადგურა, მათ შორისაა ყველაზე დიდი საწყობი მოსკოვის ოლქში. უკრაინა ომის დამფინანსებელ პლატფორმას კიბერ სივრცეშიც აქტიურად უტევს.

