მოსკოვზე უკრაინული დრონების შეტევის გამო პავლოვის პოსადის 10 ათასზე მეტი მცხოვრები და 46 სოციალურად მნიშვნელოვანი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
მოსკოვის ოლქის ენერგოქსელების კომპანია „მოსობლენერგო“ იუწყება, რომ ადგილობრივ ფილიალში მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა.
გავრცელებული ცნობებით, ღამით პავლოვის პოსადში მრავალსართულიანი სახლის სახურავზე ხანძარი გაჩნდა და მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.

