2026 წლის 17 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსი ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვან სამხედრო სამიზნეს მიაყენეს დარტყმა. იერიში მიიტანეს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების შენახვის, მომზადებისა და გაშვების ადგილზე დროებით ოკუპირებული უკრაინული ყირიმის გვარდიისკეს რაიონში. ობიექტის ტერიტორიაზე დაფიქსირებულია ხანძარი.
ნოვოფედორივკა: დარტყმა განხორციელდა „ორიონის“ ტიპის დრონების მიწისზედა მართვის სადგურზე.
ოლენივკა და ტენდრივის ცელი: უკრაინელმა მეომრებმა ასევე დააზიანეს „გერანის“/„გერბერას“ ტიპის დამრტყმელი დრონების მართვის მიწისზედა გადამცემი (რეტარნსლიატორი) ოლენივკაში და დრონების გადამცემის კომუნიკაციისა და კვების პუნქტი ხერსონის ოლქის ტენდრივის ცელზე.
მიყენებული ზიანის ოდენობა ზუსტდება.
მოწინააღმდეგის საკვანძო სამხედრო სამიზნეებზე მუშაობა გრძელდება.
გაგრძელება იქნება!“ – წერს უკრაინის გენ შტაბი.

