ახალი ამბები მთავარი

“გული მტკივა პაატა ზაქარეიშვილის განცხადების გამო”

პაატა ზაქარეიშვილის განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას მოკლებული, – ეს კომენტარი გააკეთა გიორგი კვირიკაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე,  რომ მას ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად, საკითხზე მთავრობის დუმილი აკვირვებს:
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს „ქართული ოცნების“ დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც და პარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა არაერთი განცხადება და საქართველოს მთავრობა არის გამომხატველი „ქართული ოცნების“ ნებისა და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო საგარეო პოლიტიკური პრიორიტებები და ამ პრიორიტეტების დადასტურება არერთხელ მოხდა არაერთ საერთაშორისო თუ შიდა ფორმატში.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის რატომღაც მისი აზრით დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა ძალიან გასაკვირი და მიუღებელია. ძალიან გული მტკივა ამ განცხადების გამო და ამიტომ არ შემეძლო არ გამეკეთებინა ასეთი ვრცელი კომენტარი. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ პაატა ზაქარეიშვილს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას მოკლებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....