აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

Yandex Maps-ში რუსული სამხედრო ობიექტების ადგილას ტყის დახატვა დაიწყეს.

Yandex Maps-ში რუსული სამხედრო ობიექტების ადგილას ტყის დახატვა დაიწყეს.

ამის შესახებ ფინური გამოცემა წერს, მათი ცნობით სწორედ ამგვარად სცადეს რუსებმა სატელიტურ ფოტოზე კრონშტადტთან ახლოს მდებარე სარაკეტო დივიზიონის დამალვა. Yandex Maps-ში ამ ადგილას ტყეა გამოსახული, მიუხედავად იმისა, რომ Google-ის, Apple-ისა და Microsoft-ის რუკებზე იგივე ლოკაციაზე სამხედრო ობიექტი ჩანს. მანამდე Yandex რუკებზე სამხედრო ობიექტებს ბლარავდა.

“ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი შენიღბვა უაზრობაა, რადგან უკრაინული და დასავლური დაზვერვა Yandex-ის რუკებით არ სარგებლობს, მაგრამ რუსეთში თავისი ლოგიკა აქვთ“ – წერს უკრაინული მედია

იტვირთბა....