ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე გუნდში მსჯელობა გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრისთვის შესაბამისი მომზადებაა საჭირო და ამის შემდეგ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. -ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
”ლავროვთან შეხვედრა ”შეხვედრა-შეხვედრისთვის” არ უნდა იყოს. თუ ეს იქნება რაიმე შედეგის მომტანი, შესაძლოა გაიმართოს. ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. საჭირო იქნება შესაბამისი მომზადება და შემდეგ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.