ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოპოზიციამ ივანიშვილის და თბილისის მერიის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა

ახალი დეტალები ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ. დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაახმაურა ბიძინა ივანიშვილის თბილისის მერიასთან მოლაპარაკების დეტალები. ოპოზიციის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ბოძების გადატანას ცდილობდა.

“ბოტანიკური ბაღის კუთვნილი ტერიტორიის მითვისების შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას განუცხადა თითქოს ეს ბოტანიკური ბაღის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდა. იმ 4 ჰექტარზე რომელიც მან თავად გადასცა ბოტანიკურ ბაღს, გადის 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზი, რომელსაც აქვს საკუთარი დამცავი ზონა, ზონა რომელშიც მშენებლობა იკრძალება. სამწუხაროდ, ძუნწმა მილიარდერმა 400 ათას კვადრატულ მიწის ნაკვეთში ეზარალა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

იტვირთბა....