აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა

უნგრეთში ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის თქმით, ავტობუსი, რომელშიც 57 პოლონელი პილიგრიმი და ორი მძღოლი იმყოფებოდა სალოცავიდან პოლონეთისკენ ბრუნდებოდა, როცა დაახლოებით, ღამის 01:00 საათზე გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა.

„ყველა სავარძელი ამოგლეჯილი იყო, ხალხი სავარძლების ქვეშ, ყველა დახმარებას ითხოვდა“, – ყვება მგზავრი, რომელიც ავარიას გადაურჩა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს საჭესთან დაეძინა, ის დაკავებულია.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

იტვირთბა....