რუსეთმა უკრაინასთან ომში ბოლო 24 საათში 1440 სამხედრო და 2093 საფრენი აპარატი დაკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული დღის რუსულ დანაკარგებს შორის ასევეა: 597 ავტომობილი და საწვავის ავზი; 93 საარტილერიო სისტემა; 16 სახმელეთო რობოტული კომპლექსი; 3 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსეთის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი 1 468 760-ს შეადგენს.

