ბათუმში, კობალაძის ქუჩაძე მდებარე კორპუსიდან 23-ე სართულიდან 19 წლის გოგონა გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.