The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მისატანად ბრიტანული წარმოების დრონებს აქტიურად იყენებს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, სულ მცირე ორი ტიპის შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება, მათ შორისაა BAE Systems-ის შვილობილი კომპანიის მიერ შექმნილი რეაქტიული დრონი Nyan, რომელიც წარსულში ბრიტანეთის სამეფო ფლოტის მიერ იტესტებოდა. მეორე უპილოტო აპარატის დასახელება და მახასიათებლები ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.
დასავლური დრონების მთავარ სამიზნეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და სამხედრო-სამრეწველო ობიექტები მოხვდა. მედიის ცნობით, ბრიტანული ტექნიკით იერიშები უკვე განხორციელდა: მოსკოვის ოლქში მდებარე ობიექტებზე; იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე; ვოლგოგრადის ინფრასტრუქტურაზე. ამასთან, რეაქტიული Nyan წარმატებით გამოიყენეს ბელგოროდის ოლქში არსებული სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად. სტატიაში ხაზგასმულია, რომ შორ მანძილზე განხორციელებული თავდასხმების აბსოლუტურ უმრავლესობას უკრაინის თავდაცვის ძალები კვლავ საკუთარი, ადგილობრივი წარმოების უპილოტო სისტემებით ახორციელებე

