აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე სარაკეტო და კოსმოსურ ცენტრს რაკეტებით დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე სარაკეტო და კოსმოსურ ცენტრს, „პროგრესს“ FP-5 „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

უკრაინულ კომპანია „ფაიარ ფოინთში“ განაცხადეს, რომ სარაკეტო-კოსმოსური ცენტრი „პროგრესი“ რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი საწარმოა.

მათივე ცნობით, ცენტრი ავითარებს და აწარმოებს საშუალო კლასის გამშვებ მანქანებს, მათ შორის „სოიუზ-2“-ის ოჯახს, ასევე კოსმოსურ ხომალდებს დედამიწის დისტანციური ზონდირებისა და სამეცნიერო პროგრამებისთვის.

აღსანიშნავია, რომ „სოიუზ-2“-ის გამშვები მანქანები გამოიყენება „რასვეტის“ სატელიტური ინტერნეტთანამგზავრების გასაშვებად, რომლებიც „სტარლინკის“ რუსული ეკვივალენტია.

იტვირთბა....