აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთის არმიის მიერ ქალაქ მარგანეცზე თავდასხმას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – 11 დაშავდა

რუსეთის არმიის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონის ქალაქ მარგანეცზე თავდასხმას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედიის თანახმად, 15 აგვისტოს ღამეს ქალაქში თავდასხმის სამიზნე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობა გახდა. უპილოტო აპარატებით თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსებმა ღამით ქალაქ ზაპოროჟიეზეც მიიტანეს იერიში. ქალაქის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, დრონის დარტყმამ ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.

იტვირთბა....