ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, მამაკაცი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ურთიერთშელაპარაკებისას 45 წლამდე ასაკის ძმა მამის სახლში მოკლა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ძმას თავდაპირველად ბლაგვი საგანი ჩაარტყა და შემდეგ მეორე სართულიდან გადმოაგდო.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.