აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დისტანციურად აძლევს

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ჩვენებას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დისტანციურად აძლევს – TV პირველის ინფორმაციით, მიქაუტაძემ სასამართლოში მისვლაზე უარი განაცხადა და ახლა ის სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან ერთვება.

ლილუაშვილი 2025 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....