რა გეგმა აქვს გიგა ბოკერიას? სააკაშვილი თანახმაა, დავით ბაქრაძე არა, – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილესთან სანდრო ბრეგაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.
ბრეგაძე გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ბოკერიას „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ სხვადასხვა წვრილი პარტიის გაერთიანება სურს, შემდეგ კი ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დამხობა:
„აქ საუბარია საკმაოდ დიდ თანხებზეც. ამ პარტიას, როგორც ყველა დანაშაულებრივ ორგანიზაციას, ჰქონდა და აქვს ე.წ. „ობშიაკი“, სადაც არის ათეულობით მილიონი დოლარი და ამ თანხებს პერიოდულად რიცხავს საქართველოდან გაქცეული კეზერაშვილი, სააკაშვილის „კასირი“.
რასაკვირველია, სერიოზული ბრძოლა მიდის არა მხოლოდ საარჩევნო სიებში მოხვედრაზე, არამედ ამ ფულის ხელში ჩაგდებაზეც.
„ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე განიხილეს „რევოლუციური“ სცენარები… მაგალითდ, გიგი ბოკერიას აქვს ისეთი გეგმა: სხვადასხვა წვრილი პარტია უნდა გაერთიანდეს „ნაცმოძრაობის“ ირგვლივ, აქ დაიდება ფული, გამოვლენ ქუჩაში და დაამხობენ არსებულ ხელისუფლებას. ამ სცენარს ემხრობა სააკაშვილი, რომელიც ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობს გამარჯვებაზე და საქართველოში დაბრუნებაზე , მაგრამ აქ ხელს უშლის დავით ბაქრაძე, ის უფრო ზომიერი დაჯგუფების წევრია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს „ნაცმოძრაობა“ არჩევნებისთვის და მეორე ადგილისთვის ემზადება, ძალიან ცდება, სააკაშვილი ემზადება რევოლუციისთვის, ანუ რევანშისთვის“, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
იტვირთბა....