აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისისა“ და „გაზპრომის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი უკიდია

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში „ვაილდბერისის“ და  „გაზპრომის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ნავთობქიმიური კომპანია Gazprom Neftohim Salavat-ის ინდუსტრიულ ზონაში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 400 კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქ სალავატში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონებით დაარტყეს.

ამასთან, როგორც Exilenova+ წერს, ხანძარი გაჩნდა ბაშკირეთის ჩიშმინსკის ოლქში მდებარე Wildberries-ის სასაწყობო და სადისტრიბუციო მასშტაბურ კომპლექსშიც, რომელიც ორმაგი გამოყენების პროდუქტების შესანახად და სადისტრიბუციოდ გამოიყენებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს კადრებს, სადაც კვამლსა და ცეცხლში გახვეული ქარხნები ჩანს. 

იტვირთბა....