აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კურილის კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო პროტესტს გამოვთქვამთ” – იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

იაპონიამ კურილის კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო პროტესტი გამოთქვა, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი კუნძულ ეტოროფუს (რუსულად – იტურუპი) ეწვია. ჩრდილოეთის ოთხი კუნძული, მათ შორის კუნძული ეტოროფუ, ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იაპონიის განუყოფელი ნაწილია და იაპონია ამ ვიზიტს მკაცრად აპროტესტებს“, – აცხადებს იაპონიის საგარეო უწყება.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი პირველი ვიზიტის ფარგლებში კურილის კუნძულების ჯგუფში შემავალ კუნძულ იტურუპს ეწვია. კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთს შორის ტერიტორიული დავის ნაწილია.

იტვირთბა....