პარლამენტის ვიცე-სიკერმა მანანა კობახიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და სერგეი ლავროვის შესაძლო შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არ ქონის გამო, მაღალი დონის შეხვედრები ასე მარტივად არ იგეგმება.
ამასთან, კობახიძის თქმით, ნებისმიერი პრობლემა უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით.
„დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქს რუსეთთან, ამიტომ მაღალი დონის შეხვედრები ასე მარტივად არ იგეგმება, მაგრამ ნებისმიერი პრობლემა უნდა მოგვარდეს მხოლოდ დიალოგის რეჟიმში. ასეთი ფორმატი გვაქვს, ეს არის ჟენევის ფორმატი, შესაბამისად ჩვენ ამ ფორმატის გამყარების მომხრე ვართ. რუსეთის გზავნილი ცალ-ცალკეა დღეს მიმართული საქართველოს და ე. წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთისთვის, რაც ისევ ნიშნავს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. ამ ვითარებაში რთულია დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუს კოლეგასთან შესაძლო შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან საერთაშორისო დისკუსიებით განსაზღვრული ფორმატებით მუშაობს.