ათენში პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპენსიო და საგადასახადო რეფორმების წინააღმდეგ მიმდინარე სარპროტესტო აქცია არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნიღბიანმა მომიტიგეებმა პოლიციამ ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილებ” ესროლეს.
საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო ხარჯების შემცირებასა და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. რეფორმების განხორციელება საბერძნეთს საერთაშორისო კრედიტორებისგან კრედიტის მორიგი ტრანშის მისაღებად სჭირდება.
ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთის კრედიტთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას 9 მაისს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ ათენში საპენსიო რეფორმის გასაპროტესტებლად მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ათასობით ადამიანი საბერძნეთის პარლამენტის შენობასთან იყო შეკრებილი, სადაც დღეს, ახალ საგადასახადო და საპენსიო კანონმდებლობის საკითხზე კენჭისყრა უნდა გაიმართულიყო.