ახალი ამბები საზოგადოება

გია მაისაშვილმა სიმსივნის დასამარცხებლად 40 დღიანი შიმშლობა დაიწყო

გია მაისაშვილმა სიმსივნის დასამარცხებლად 40 დღიანი შიმშლობა დაიწყო. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე წერს:

“ამ პოსტს ვდებ სნეულებისგან შეჭირვებული ადამიანების გასამხნევლებად. ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან რადიაციისა და ქიმო-თერაპიის მორიგი კურსიდან, სადაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ თანამედროვე მედიცინას ადეკვატური პასუხი არა აქვს. მათი და ფარმა ინდუსტრიის ინტერესი არა ავადმყოფის განკურნვა, არამედ მათი ავადმყოფობის გაგრძელება და მათ ხარჯზე უზომოდ დიდი ფულის კეთებაა. მე ჩემი მეგობრებისა და ამ საქმეში პირადი გამოცდილების მქონე ადამიანების რჩევით დავიწყე მძიმე 40 დღიანი შიმშილობა მხოლოდ წყალზე. ადამიანის ორგანიზმი საოცარია მისი თვით გნახლებისა და თვით განკურნების თვალსაზრისით.

ასეთ რადიკალურ სიტუაცუაში ორგანიზმი მოიხმარს ყველა მარაგს და ჯანსაღი უჯრედები ანადგურებენ სიმსივნურს, განსაკუთრებით კი ტვინში და ხდება განკურნვა-გაჯანსაღება. ოდონდ ეს ძნელია და მოითხოვს დიდ ნებისყოფასა და რწმენას. მე დიდი კრიზი დღეს ჩავათავე ანუ შიმშილობის მე-7 დღეს. როდესაც გული გერევა და თავის ტკივილი არაადამიანურად მძიმეა. მაგრამ თუ გადალახავ და გააგრძელებ 40 დღემდე, სარგებელი უზომოდ მაღალია. მე მჯერა და შინაგანი სიხარულის განცდა მაქვს, რომ ამით ვანადგურებ სიმსივნურ უჯრედებს.

სიცოცხლე და რწმენა იზეიმებს ოღონდ ნებისყოფაა და სასოება საჭირო. გისურვებთ განკურნებას და გამარჯვებას, მე კი პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დრო ბევრი გვაქვს, წინ კიდევ 40 დღეა, ამ დროს ხდება არა მარტო ფიზიკური და მენტალური, არამედ დიდი სულიერი ტრანსფორმაციაც. მე ვაწარმოებ დეტალურ დღიურს ამ პროცესის დოკუმენტაციისათვის, რომ შემეძლოს სხვების დახმარება ჩემი პირადი მაგალითით”, – წერს მაისაშვილი.

იტვირთბა....