ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: „დღევანდელი დღე არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო გმირობის მაგალითი“

“ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მან ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

„ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში. ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, რომ მუდმივად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერების გრძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაკის პარკში დღეს მინისტრებიც იმყოფებოდნენ. უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს საგარეო, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრებმა.

იტვირთბა....