ახალი ამბები მთავარი სამართალი

ელისაშვილი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს: “ეტყობა, ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე მახდევინებენ”

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დანარჩენი 3 დაკავებულის სასამართლო პროცესი გრძელდება.

“ეტყობა, ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე მახდევინებენ. სააკაშვილის დროს რაღაცეებს რომ ვაპროტესტებდი, მაშინ არავის დავუკავებივარ და ახლა, ეტყობა, უკვე გასაოცარი დემოკრატია გვაქვს,” – განაცხადა ელისაშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს, მათ ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის წარუდგინეს.

იტვირთბა....