ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ალასანიას კადრი ვერ გადააყენეს: გორის საკრებულოში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

გორის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოში „ქართულმა პარტიამ“ დააყენა. „ქართული პარტიის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.

საკრებულოში იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა, რადგან საკმარისი ხმები ვერ მოაგროვა.

„ჩემი იმპიჩმენტის საკითხი ინიციატორებმა უკან გაიტანეს, რადგან მიხვდნენ, რომ საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებდნენ“. -განაცხადა თედლიაშვილმა.

გორში იმყოფება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც.

ალასანია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისი პარტიის წარმომადგენლის, თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, რომლის იმპიჩმენტის საკითხსაც დეპუტატები დღეს განიხილავდნენ.

”მოვედი თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად, რომლის იმპიჩმენტსაც აპირებენ. ირაკლი ოქრუაშვილი და ”ქართული ოცნება” დღეს სინქრონულად მოქმედებენ. ამის მიუხედავად, ჩვენ არჩევნებში დავამტკიცებთ, რომ ”თავისუფალ დემოკრატებს” საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს”. – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, „ქართული პარტია“ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხს უახლოეს მომავალში კვლავაც დააყენებს.

სურათი მოგვაწოდა TV თრიალეთმა
ფოტო მოგვაწოდა TV თრიალეთმა

 

თათია ქუჯოშვილი

სპეციალურად „მეტრონომისთვის“ გორიდან

იტვირთბა....