ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ოცეული ს შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეულის პირველი ოთხეული იქნება: დავით ბაქარძე, ნიკა მელია, რომან გოცირიძე, და ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში, სალომე სამადაშვილი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სააკაშვილის პარტიის მეორე ათეულია: ოთო კახიძე, ირაკლი აბესაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.
ასევე, შესაძლებელია ბათუმის მაჟორიტარად დააყენონ ლევან ვარშალომიძე. ის ახლა სტამბულში ცხოვრობს.
როგორც ცნობილი ხდება, სიაში ჩასმაზე უარი თქვეს გიორგი ქადაგიძემ, ეკა ტყეშელაშვილმა და იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა.
„ნაც მოძრაობის“ ვერ მოხვდნენ : გიორგი გაბაშვილი და ნუგზარ წიკლაური.
“მეტრონომი” ერთ-ერთ კანდიდატ სალომე სამადაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, სანამ პარტია ოფიციალურად არ გაასაჯაროვებს საარჩევნო სიას, ის ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.