უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ 2022 წლის კიევის თავდაცვითმა ოპერაციამ ქვეყნის დედაქალაქის დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი მუშაობა უზრუნველყო. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მთავარი ამოცანა ომსა და ეფექტურ სტრატეგიაზე კონცენტრირებაა, ხოლო ფედოროვს თავდაცვის მინისტრის პოსტზე გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა
“მე ვამაყობ იმით, რომ 2022 წლის კიევის თავდაცვითი ოპერაციის წყალობით ჩვენ შევძელით ჩვენი დედაქალაქის დაცვა. და ახლა ამ ქალაქში შესაძლებელია ბრიფინგების ჩატარება, ხედვების ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება.
ყველა ღონეს ვიხმარ, რომ მსგავსი ღონისძიებები თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაშიც ჩატარდეს. ამისთვის ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება ომსა და ეფექტურ სტრატეგიაზე, რომელიც ახლა კონკრეტულ შედეგებს აჩვენებს.
მადლობას ვუხდი მიხაილო ფედოროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გაწეული მუშაობისთვის. ვუსურვებ მას, მომავალშიც დარჩეს უკრაინის გუნდის წევრად.
ერთად გამარჯვებისკენ!“ – წერს Telegram-არხზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი. ეს მისი პირველი გამოხმაურებაა თავდაცვის მინისტრობიდან, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ, რის მთავარ მიზეზადაც სწორედ ფედოროვი-სირსკის დაპირისპირება სახელდება.

