აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ორ ტანკერს დაარტყა

უკრაინამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ორ ტანკერს დაარტყა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საზღვაო დრონებმა „მამაიმ“, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან კოორდინაციით, შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ტანკერები Louise 1 და Banda დააზიანეს. მათივე განცხადებით, რუსულ ნავთობი ორივე ტანკერს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გადაჰქონდა. უწყების ინფორმაციით, მხოლოდ Louise 1-მა 2026 წელს თითქმის 3 მილიონი ტონა Urals-ის ნავთობი გადაიტანა და სისტემატურად თიშავდა ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემას. უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმის დროს რუსულმა ავიაციამ საზღვაო დრონების განადგურება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

იტვირთბა....