აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

”რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ განცხადებები ლიეტუვას სჭირდება მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვისა და მილიტარიზაციისთვის ხალხის მოსამზადებლად”- დიმიტრი პესკოვი

ლიეტუვა რუსეთის მტრის ხატად წარმოჩენით მოსახლეობას შემდგომი მილიტარიზაციისთვის ამზადებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებას, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.

„ეს განცხადებები აუცილებელია ტვინის გამორეცხვის გასაგრძელებლად და მოსახლეობის შემდგომი მილიტარიზაციისთვის მოსამზადებლად. ამისთვის საჭიროა, მეორე მხარის მტრის ხატის შექმნა – ამ შემთხვევაში, ჩვენი სახით – და ამ საბაბით, ბალტიის ქვეყნებში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ყველა ფორმით განლაგების გაგრძელება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთმა ლიეტუვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელოს. მისი თქმით, არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა, რუსეთი პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში პროვოკაციებს ამზადებდეს, რათა ნატო-ს ერთიანობა გამოსცადოს.

იტვირთბა....