უკრაინული დრონები აზოვის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტზე“ მასშტაბურ იერიშებს აგრძელებენ. ინფორმაციას უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი ავრცელებს და წერს, რომ 14 ივლისის ღამეს კიდევ 11 გემს დაესხნენ თავს, ხოლო ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, ბოლო 9 დღეში, სულ 116 რუსული გემი დააზიანეს.
“+11 გემი 14 ივლისის ღამეს. 9 დღეში უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ აზოვის ზღვაში, ოპერაცია „მოლოჩკას“ ფარგლებში, 116 გემზე ინადირეს – 5 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი და 1 ბუქსირი.
ჩრდილოვანი ფლოტი ანორექსიას განიცდის, მაგრამ ის საერთოდ უნდა გაქრეს, როგორც სახეობა.
ბევრს არ ესმის, რა ხდება ამ საზღვაო ბრძოლის გარშემო. საიდან არის ამდენი გემი-ტანკერი, რა არის მათი მისია და რატომ ურტყამენ მათ „ჩიტები“ – ისე, რომ არ ძირავენ, მაგრამ ზღის მოჩვენებებად აქცევენ. დროს გამოვნახავ და აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს განმარტებებით.
აქ მოკლედ აგიხსნით: რუსეთის ფედერაციის ფიდერული ფლოტის პარალიზება, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის „შავი ოქროს“ საექსპორტოდ გატანას
რუსეთის პორტების ნავთობგადამზიდი ბაზებიდან და ტერმინალებიდან ვოლგა-დონის არხითა და აზოვის ზღვით დიდ ტანკერებამდე.
ეს დიდი გემები წყლის სიღრმის გამო ვერ შედიან ნავთობტერმინალებში ან პორტებში და იძულებულნი არიან, შავ ზღვაში, რეიდზე, დატვირთვა „კურიერი“ ტანკერების რეზერვუარებიდან მოახდინონ – ბორტზე იღებენ დაახლოებით 12-15 ასეთი მოფუსფუსე მცურავი საშუალების მოცულობას.
ასევე, ამ „ჭიაყელა-აქლემი“ ტანკერების (და იმ ბუქსირების, რომლებიც მათ დარტყმის შემდეგ ჯიუტად მიათრევენ ზღვაში) გამოწვა ზღუდავს დეფიციტური ბენზინის მიწოდებას ყირიმში აზოვის ზღვის ვიწრო ყელის გავლით. ეს მიწოდების ძირითად და ძალიან სახიფათო გზად ტოვებს საავტომობილო და სარკინიგზო ცისტერნებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან თავისუფლებისმოყვარე უკრაინული „ჩიტის“ ცეცხლოვანი კონტროლის ქვეშ ასფალტსა თუ ლიანდაგებზე.
რთული წინადადება გამოვიდა, მაგრამ ცნობისმოყვარეები გაერკვევიან. დანარჩენს მალე უფრო გასაგებად ჩავწერ, როგორც შეგპირდით.
ვიმუშაოთ, ჯენტლმენებო! სამუშაო თავზე საყრელია. ჩვენ გავძლებთ. მოსკოვი დაეცემა, „მოლოჩკა“ მოქმედებაშია. ყირიმს აღვადგენთ.” – წერს ბროვდი

