უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
პარიზში, შანზ-ელიზეს გამზირზე გამართულ ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად მონაწილეობა უკრაინელმა სამხედროებმაც მიიღეს.
სამხედრო აღლუმს დაესწრო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
ასევე, აღლუმს დაესწრნენ „მსურველთა კოალიციის“ წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და სხვები.

