პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლო მომავალში უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერის თქმით, რუსეთისგან ყველა ესკალაციას ელის და ის ომს მინიმუმ ზამთრამდე გააგრძელებს.
„ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს მიმავალში, პუტინისა და რუსეთის ხისტი პოზიციის გამო’’, – განუცხადა ტუსკმა ჟურნალისტებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან ეს საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან და უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა.
ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი შემოდგომაზე ფრანგ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად სამხედრო წვრთნებს უმასპინძლებს, რათა ისინი მზად იყვნენ უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მას შემდეგ, რაც საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმება ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღწევა.
„ეს იქნება წვრთნები, რომელიც „მსურველთა კოალიციას“ მოამზადებს უკრაინისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ტუსკმა.

