ბაიდენი როდესაც სენატორი იყო, ის აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის მეოთხე გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა.
ალიევის თქმით, რეგიონის განვითარების შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ხედვა ფრაგმენტაციას, კონფლიქტსა და კონფრონტაციას გულისხმობდა.
„რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მისი მიზნების მიღწევა უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ ბატონ ტრამპს განსხვავებული ხასიათი აქვს. ის მშვიდობისკენ ისწრაფვის და მშვიდობას შესაძლებლობად აღიქვამს. დღეს უკვე დამყარებულია მშვიდობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

