გაირკვა, რომ ჯოზეფ ბორელს ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე კორუმპირებულ პირთან, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბატონ ოკამპოსთან. აღმოჩნდა, რომ მას აფინანსებდა რუს-სომეხი ოლიგარქი, რომელიც ამჟამად სომხეთში შინაპატიმრობაშია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა.
„ევროკომისიაში მოქმედებდა დიდი ანტიაზერბაიჯანული ჯგუფი და ვიმედოვნებთ, ბატონი ბორელი საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობები გაუმჯობესდა. კერძოდ, ჩვენ დავინახეთ ამ ურთიერთობების განახლების გადაუდებელი საჭიროება და მხარი დავუჭირეთ ამ ინიციატივას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ჯოზეფ ბორელი 2019 წლიდან 2024 წლამდე იყო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

